საიტის დამატება “Favorite”-ში
მთავარი კონტაქტი
ქართული


29/01/2016
კლინიკა გაფართოვდა და გადავიდა ახალ მისამართზე
დაწვრილებით ...



ramaz charekishviliრ.ჩარექიშვილის ენდოსკოპიური ქირურგიის კლინიკა დაარსდა 2007 წლის მაისის თვეში. ცენტრს სათავეში ჩაუდგა ენდოსკოპიური ქირურგიის პიონერი საქრთველოში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბატ. რ. ჩარექიშვილი. მან შექმნა არაჩვეულებრივი გუნდი საქართველოში მოქმედი გამოცდილი რეპროდუქტოლოგების, ქირურგების, რადიოლოგების, ენდოკრინოლოგის, მამოლოგის, კარდიოლოგის, ექიმ-ლაბორანტების და სპეციალურად მომზადებული მცირე მედ პერსონალისგან შემდგარი. კლინიკაში ფუნქციონირებს პოლიკლინიკური და სტაციონარული განყოფილება. ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, რომელიც იძლევა საშუალებას გამოცდილი ექიმების წყალობით პაციენტებს ჩაუტარდეთ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურეობა. ცენტრს ბოლო სამი წლის მანძილზე აქვს მიღწევები ენდოსკოპიურ ქირურგიაში, რომელიც უტოლდება ევროსტანდარტებს. კლინიკაში წარმატებით ტარდება ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები, ნებისმიერი ზომის მრავალკვანძოვანი მიომების, ექტოპიური ორსულობის, სხვადახვა ეტიოლოგიის კისტების არსებობოს შემთხვევაში. ბატ.რამაზ ჩარქიშვილი გახლავთ საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის დამფუძნებელი, ასოციაციის მეშვეობით ყოველწლიურად ტარდება საქართველოში ქართველ ენდოსკოპისტთა ყრილობა, საქართველოში ენდოსკოპიური ქირურგიის ევოლუციის, ახალი მეთოდების და სტატისტიკის შესახებ.
 
2008 წლიდან რამაზ ჩარექიშვილის ენდოსკოპიური ქირურგიის ბაზაზე დაფუძნდა „უშვილობასთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდი”. ამ ფონდის მეშვეობით ყოველწლიურად ცხადდება ცენტრის მიერ თებერვალ - მარტში საქველმოქმედო აქცია უშვილო წყვილთა სამედიცინო მომსახურებაზე. ამ აქციის მეშვეობით უამრავი უშვილო წყვილისთვის არის ცნობილი მათი უშვილობის მთავარ მიზეზი. და ხდება მათი დაკვალიანება შემდგომი ეტაპისათვის.
 
საქველმოქმედო ფონდის დაარსებისთანავე ცენტრმა დადო ხელშეკრულება საქართველოს საპტრიარქოსთან და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით კლინიკაში ყველა სასულიერო პირს და მათი ოჯახის წევრებს ყველანაირი სამედიცინო მომსახურეობა უტარდებათ უფასოდ. აგრეთვე ცენტრში ყოველთვიურად ტარდება 1-2 უფასო ლაპაროსკოპიული ოპერაცია უმწეო წყვილებზე ჩვენების მიხედვით.

 ენდოსკოპიური გინეკოლოგიური კლინიკა 

 -რამაზ ჩარექიშვილის გვერდი სადაც შეგიძლიათ იხილოთ ახალი ვიდეოები  "ენდოსკოპიური გინეკოლოგიური კლინიკა" 




 
Copyright © 2010 CHAREKISHVILI-CLINIC.GE, All Rights Reserved, Created by Geoelita.ge